განათლებადღის ამბები

ტურიზმის სფეროში დასაქმების მსურველთათვის ახალი სასწავლო კურსი იწყება

ტურიზმის სფეროში დასაქმების მსურველთათვის ახალი სასწავლო კურსი იწყება. სასწავლო პროგრამის ავტორია ტურისტული კომპანია „Dina Travel“ და განკუთვნილია როგორც კორპორატიული, ასევე ინდივიდუალური მსმენელებისთვისთვის.

კომპანია „Dina Travel“-ის ხელმძღვანელი, ნატო ქართველიშვილი აცხადებს, რომ კახეთის რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად ვითარდება და კვალიფიციციურ კადრზე მოთხოვნა იზრდება.

,,მომდევნო წელს, თელავის აეროდრომი „მიმინო“ ახალ დატვირთვას შეიძენს. ამ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობა ტურიზმის მიმართულებას კიდევ უფრო განავითარებს. როგორც იცით, ჩვენს რეგიონში, ტურიზმის სფეროში კვალიფიციური კადრის დეფიციტია. სექტორის გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით, ჩვენი კომპანია იწყებს ახალ მიმართულებას   მსხვილ და საოჯახო სასტუმროების მფლობელებს, ღვინის მარნებს, რესტორნებს ვთავაზობთ თანამშრომლების როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მომზადებას. სემინარების მონაწილეები, სასურველ მიმართულებაზე ცოდნას ინდივიდუალურად მორგებული პროგრამით მიიღებენ. შეისწავლიან ადგილობრივი რესურსის მართვას და ტურისტული პაკეტების ადმინისტრირებას, შემდეგ კი მიზნობრივ აუდიტორიამდე მიტანას. თუ გინდათ თქვენი ბიზნესი უფრო წარმატებული გახდეს, მაშინ ეს შანსი თქვენთვისაა“, – აღნიშნავს ნატო ქართველიშვილი.

ცნობისთვის: კომპანია Dina Travel მრავალპროფილიანი ტურისტული კომპანიაა, რომელიც საქართველოს ტურისტულ ბაზარზე არსებობს 2013 წლიდან. ოფისი მდებარეობს, ქალაქ თელავში და დაარსების დღიდან ჩართულია როგორც შიდა, ასევე გამყვან და შემომყვან ტურიზმში.

Dina Travel თანამშრომლობს ტურისტულ სფეროში მოღვაწე მსოფლიოში ცნობილ ჰოლდინგებთან, ავიაკომპანიებთან, სასტუმროს ქსელებთან, სადაზღვევო კომპანიებთან და ტურისტულ ორგანიზაციებთან, რაც იძლევა საშუალებას მომხმარებელს შესთავაზოს ყველა სეგმენტზე მორგებული ტურისტული მომსახურების სრული სპექტრი ინდივიდუალური და ჯგუფური მოთხოვნებისთვის.

 

 

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close