გურჯაანირეგიონი

იარაღიდან შემთხვევით გასროლით გურჯაანში 9 წლის ბავშვი დაიჭრა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, პნევმატური იარაღიდან შემთხვევით გასროლით 9 წლის ბიჭი დაიჭრა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა თანატოლები თამაშობდნენ. ერთ-ერთ მათგანს პნევმატური იარაღიდან შემთხვევით გაუვარდა და იქვე მყოფ ბავშვს მოხვდა.

დაჭრილი ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

 

 

 

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close