გურჯაანირეგიონი

ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით წელს გურჯაანში 270-მა ოჯახმა ისარგებლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით, მიმდინარე წლის 9 თვეში 270 – მა ოჯახმა ისარგებლა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 107 100 ლარი გაიცა.

ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამა გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 1 წლამდე ასაკის ბავშვების ოჯახების ერთჯერად ფულად დახმარებას ითვალისწინებს.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close