ანონსები

ღვინის დღეები ახმეტაში – ფესტივალის პროგრამა

7-15 ოქტომბერი, საქართველოს მასშტაბით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, იმართება ყოველწლიური ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები“.

ახმეტა, 9.10.2023

ღონისძიების ადგილი: ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერი.

საფესტივალო პროგრამის დასაწყისი: 17:00

17:00–21:00 კახური ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა.

17:00–21:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

17:00–21:00 კვების სივრცე: კახური მწვადი, თონეში გამომცხვარი დედას შოთი, თათარა, ჩურჩხელა, ხაჭაპურის ნაირსახეობა, ქაბაბი, წიწილა ნაკვერჩხალზე მაყვლის სოუსით, ღვინოში დავარგებული ყველის ნაირსახეობა, თაფლი.

17:00-21:00 კახური ტრადიციული კერძების მომზადება მოწვეული შეფ-მზარეულების მიერ, პურის ცხობა, ყველის ამოყვანა, ყურძნის დაწურვა, ჩურჩხელების ამოვლება, თათარას მომზადება, ხაჭაპურის მოხვევა/ცხობა, ტრადიციულ მაყალზე მწვადის შეწვა.

17:00-20:00 კახური ტრადიციული ღვინით კოქტეილების მომზადება, დეგუსტაცია.

17:00-20:00 საბავშვო გასართობი სივრცეები: სახეზე ხატვა, ფერწერა, თიხით ძერწვა.

17:15-18:00 ანსამბლი „ფორტე“.

17:30-18:00 ღვინის კონკურსი.

19:00–21:00 კონცერტი: ჯგუფი „რეგიონი“.

შემოგვიერთდით, ერთად აღვნიშნოთ ღვინის დღეები ღვინის სამშობლოში.

 

Tags
Show More

Related Articles

Close