რეგიონიყვარელი

ყვარლის სახალხო თეატრმა ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინა

ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრმა წარმოადგინა ლიტერატურულ-დრამატული კომპოზიცია „ჩემო კალამო“, რომელიც ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა.

ლიტერატურული კომპოზიციის ავტორია იოსებ ჭუმბურიძე, ხოლო დამდგმელი რეჟისორი მერაბ ჩხაიძე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ჭუმბურიძე, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close