თელავირეგიონი

თელავში ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა

თელავის მუნიციპალიტერის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან, თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ მოწყობილი ახალი რეკრეაციული სივრცე და სპორტული კომპლექსი გახსნა.

ახლადგახსნილი სპორტული კომპლექსი ,,სასკოლო სპორტულ კვირეულს“ მასპინძლობს. კვირეულის ფარგლებში, თამაშები გაიმართება კალათბურთში, ფეხბურთსა და ფრენბურთში. ღონისძიებაში თელავის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობს.

პროექტის ფარგლებში, კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სარბენი ბილიკი, ფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნები. ასევე, ღია სავარჯიშო კომპლექსი, ღია ტიპის მაგიდის ჩოგბურთის და ბავშვთა გასართობი მოედნები.

პროექტი, რომლის ღირებულება 2 259 601 ლარია, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) ფარგლებში განხორციელდა.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close