განათლებადღის ამბები

საგარეჯოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული წარმატებისთვის, გრანტის მქონე ახალგაზრდები დააჯილდოვეს

საგარეჯოში, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული წარმატებისთვის, გრანტის მქონე ახალგაზრდები დააჯილდოვეს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტებს ერთჯერადი ფულადი ვაუჩერი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებაზე წარჩინებულ ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს – კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, პარლამენტის წევრმა, დავით სონღულაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ალექსი გილაშვილმა და საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლელა ფანოზიშვილმა.

წარმატებული აბიტურიენტებისთვის გამართულ ღონისძიებას, თეატრმცოდნე, ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა, დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს გიორგი ცხადაძემ და ბენდმა.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close