გურჯაანირეგიონი

სოფელ ბაკურციხეში სპექტაკლი „გრიგოლ ფერაძე“ გაიმართა

სოფელ ბაკურციხის წმინდა გროგოლ ფერაძის შრომისმოყვარეობის სახლში, კოტე მარჯანიშვილის სახელობისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრალური დასების მინი სპექტაკლი სახელწოდებით – „გრიგოლ ფერაძე“ გაიმართა.

სპექტაკლი თანამედროვე ფორმით მოუთხრობს მაყურებელს წმინდანის ისტორიას. სპექტაკლის რეჟისორები არიან ლევან წულაძე და გიორგი თავაძე.

ასევე გაიმართა ჯგუფი „დიქსი ლენდის“ კონცერტი კაკო ვაშალომიძის ხელმძღვანელობით. აღნიშნული ღონისძიება, უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს საპატრიარქოს ხელშეწყობით განხორციელდა და მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტორპოლიტის ილია მეორის აღსაყდრების საიუბილეო თარიღს.

 

Tags
Show More

Related Articles

Close