ლაგოდეხირეგიონი

ლაგოდეხში სტიქიისგან მიყენებული ზიანის აღდგენითი სამუშაოები ტარდება (ფოტორეპორტაჟი)

გასულ ღამეს, სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ დააზარალა. სეტყვამ და ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლის სახურავები, დაისეტყვა საკარმიდამო და სასოფლო – სამეურნეო სავარგულები, მოგლიჯა ხეები და ელექტრო გადამცემი ბოძები.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში, მთელი ღამის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, პირველად სამუშაოებს ახორციელებდნენ, გაიწმინდა დატბორილი და ჩახერგილი გზები. ამ ეტაპზე, მერიის სტიქიის მუდმივმოქმედი კომისიის წევრების მიერ მიმდინარეობს ზარალის აღწერა, შეისწავლიან დაზიანებულ სახლებს და შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება დახმარების აღმოჩენა. რაც შეეხება, დაზიანებულ ინფრასტრუქტურას, ადგილობრივი ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

default

Tags
Show More

Related Articles

Close