ლაგოდეხირეგიონი

ლაგოდეხში სტიქიის შედეგებს ითვლიან

17 სექტემბერს მოსულმა სეტყვამ და ძლიერმა ქარმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. სტიქიამ, მოსახლეობას, საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვენახები დაუზიანა. დაზიანებულია, ასევე, გარე განათების ბოძები და ელექტროსადენები.

სტიქიის პირველივე წუთებიდან, ლაგოდეხის მერის პირველი მოადგილე, ზურაბ კოჭლამაზაშვილი, მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სტიქიის ზონაში იმყოფება და ვითარებას ადგილზე ეცნობა. ადგილობრივი ტექნიკის საშუალებით პირველადი სამუშაოები მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, დილიდან, მერიის სტიქიის მუდმივმოქმედი კომისიის წევრები, ზარალის აღწერას დაიწყებენ, შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება დახმარების აღმოჩენა.

 

Tags
Show More

Related Articles

Close