გურჯაანირეგიონი

სოფელ ჯიმითში სანადირო თოფიდან შემთხვევით გავარდნილ ტყვიას 33 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში, 33 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან შემთხვევით გავარდნილ ტყვიას ემსხვერპლა.

თვითმხილველები ამბობენ,  რომ ლევან შიშნიაშვილი მეგობართან ერთად სოფლის მიმდებარედ სანადიროდ იმყოფებოდა, სწორედ ამ დროს მოხდა უბედური შემთხვევა. ჭრილობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

Tags
Show More

Related Articles

Close