ლაგოდეხირეგიონი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 18 სექტემბრიდან განახლდება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 18 სექტემბრიდან განახლდება. მუნიციპალიტეტის 31 საბავშვო დაწესებულებიდან, 27 ბაღი გააგრძელებს სასწავლო პროცესს.

სოფელ ჭაბუკიანსა და ჭიაურში ახლად აშენებული ბაღები, უახლოეს პერიოდში გაიხსნება, ხოლო სოფელ გვიმრიანსა და ბაღდადში, სულ მალე ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება. საბავშვო ბაღები აშენდება, ასევე, სოფ. ჩადუნიანში, არეშფერანში, მსხალგორსა და განჯალაში.

მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, თითოეული საბავშო ბაღი აკმაყოფილებს სტანდარტებს და 18 სექტემბრიდან სრული მზაობაა აღსაზრდელების მისაღებად.

 ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი, ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვაა“, – აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი.

დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში დარეგისტრირებულია 1333 აღსაზრდელი.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close