დღის ამბებისაზოგადოება

7 სექტემბრის მონაცემებით, 27 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა

7 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 27 ათასამდე ტონა ყურძენი. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 50-მდე ღვინის საწარმო. გადამუშავებული ყურძნიდან 14 ათას ტონამდე რქაწითელი, 10 ათას ტონამდე საფერავი, 1,1 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოსავალი ღვინის საწარმოებს 2700-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.

რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 260 ღვინის კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან რთველის პროცესში.

შეუფერხებლად მიმდინარეობს 2 სექტემბერს მოსული სეტყვითა და ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპსმოსავლის მართვის კომპანიისმიერ გადამუშავებულია 3077 ტონა დაზიანებული ყურძენი. მევენახეები დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ. დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება დღეს 6 ადგილზე  შემდეგ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს: თელავი, სიღნაღი, ყვარელი და გურჯაანი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close