დღის ამბები

თადასხმა ოჯახზე პანკისი ხეობაში

როგორც მთავარი ამბები კახეთისთვის გახდა ცნობილი, ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი გუშინ პანკისის ხეობაში. კერძოდ კი ნოდარ და თამარ მარგოშვილების ოჯახს თავს დაესხა ბესლან ხანგოშვილი.

როგორც თვითმხილველები ამბობენ თავდამსხმელი არაადეკვატურად იქცეოდა, ესროდა ქვებს სახლს და აგინებდა პენსიონერ ცოლ ქმარს.

მოგვიანებით გაირკვა რომ თავდამსხმელი სისტემატურად ძალადობდა ყოფილ მეუღლეზე ხოლო მოგინებით კი უკვე შვილებზე. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ და სრულწლოვანმა შვილებმა ქვეყანა დატოვეს. რაც ბესლან ხანგოშვილის გაღიზიანების მიზეზი გახდა.

ადგილზე იყო გამოძახებული პოლიცია, რომელსაც თავდამსხმელი არ დაუკავებია. მარგოშვილების მეზობლები საუბარში ამბობენ რომ ხანგოშვილმა დაიფიცა რომ მის ოჯახს ცოლ შვილს ცეცხლზე დაწვავდა როცა მათ იპოვიდა და ძელი ქისტური სამართლით დასჯიდა გაქცეულებს.

შეგახსენებთ რომ ქისტური სამართლის მიხედვით მამაკაცი არის უფროსი და მას უნდა ემორჩილებოდეს ცოლი და შვილები.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობით ბესლან ხანგოშვილს  და ლეილა მარგოშვილს შორის რამდენიმე წლის წინ მოხდა განქორწინება. რადგან კაცი მასზე სისტემატურია ძალადობდა. ხოლო დედამ მიუხედავად იმის რომ ქართული კანონმდებლობა მას პრიორიტეტს ანიჭებს ბავშვების აღზრდის დროს შვილები მამისგან ვერ წაიყვანა. რადგან ქისტური სამართლით შვილები მხოლოდ მამასთან რჩებიან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close