დღის ამბები

Marks&Spencer-ი, „H&M“-ი, NEXT-ი საქართველოში შეიკერება – რუსთავში კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა

Marks&Spencer-ი, „H&M“-ი, NEXT-ი საქართველოში შეიკერება - რუსთავში კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა

საწარმო “დარმატექსი” გაიხსნა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სამოსს შეკერავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ელიზბარ ლომინაძე  აცხადებს, ადგილობრივი ინვესტიციით შექმნილი სამკერვალო ითანამშრომლებს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: Marks&Spencer, „H&M“, NEXT, S’OLIver და “მონკლერი”.

მისი თქმით, წარმოების 90% ექსპორტზეა გათვლილი. ამასთან, კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, საწარმო სრულად ადგილობრივი ინვესტიციით გაიხსნა, დასაქმებულთა რაოდენობა კი, პირველ ეტაპზე, 100-მდე იქნება.

“ეს არის 100%-ით ადგილობრივი ინვესტიცია, დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარზეა საუბარი. პირველ ეტაპზე, 100 ადამიანი დასაქმდება (ახლაც მიმდინარეობს კადრების აყვანა) სამომავლოდ კი, მათი რაოდენობა 200-300-მდე გაიზრდება.

წარმოება 90%-ით ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, ძირითადად, იტალიურ და გერმანულ ბრენდებთან ვითანამშრომლებთ. შემიძლია ახლაც გითხრათ რამდენიმე, ესენია: NEXT-ი, Marks&Spencer-ი, „H&M“-ი,რუსთავში  S’OLIver-ი, “მონკლერი”.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მცირე შეკვეთები დამზადდება, ეს იქნება ქართული ბრენდები და სახელმწიფო ტენდერები.

ძირითადად შეიკერება უნიფორმები და ქალის ტანსაცმელი. ახლა უკვე დაწყებულია შეკვეთებზე მუშაობა”,- აცხადებს ელიზბარ ლომინაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close