რჩევები

ყურებში შუილი და ძილი

ყურებში შუილი და ძილი

ყურებში ხმაური (ყურჩქამი, ტინიტუსი) არის ბგერები, რომლებიც არასასურველად მოქმედებს ადამიანზე, ხელს უშლის მას მუშაობასა და დასვენებაში. ყურებში ხმაურს სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და არაერთი დაავადების სიმპტომი იყოს.

ის შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტმა, გოგირდოვანმა საცობმა, უცხო სხეულმა სასმენ მილში, სმენის ნერვის დაზიანებამ, ტრავმამ, ასაკობრივმა ცვლილებებმა.

ყურებში ხმაური ხშირად განსაკუთრებით შემაწუხებელია ძილის წინ. პაციენტს უჭირს ჩაძინება, დილაობით ის დაღლილი, გამოუძინებელი, გაღიზიანებული დგება, რაც თავის მხრივ იწვევს ხმაურის გაძლიერებას.

ძილის წინ გასათვალისწინებელი რამდენიმე რჩევა:

ყოველდღე ადექით ერთსა და იმავე დროს;

სასურველია რეგულარული ვარჯიში – აუმჯობესებს ძილს, თუმცა უშუალოდ ძილის წინ ვარჯიში არ არის სასურველი;

ძილის წინ მოერიდეთ ტელევიზორის ყურებას- აძლიერებს ხმაურს;

ეცადეთ თავი მაღლა დადოთ – ეს შეამცირებს თავის სისხლძარღვების სისხლსავსეობას და ხმაური ნაკლებად შესამჩნევი გახდება;

მოერიდეთ კოფეინისა და ალკოჰოლის შემცველი სასმელების მიღებას – კოფეინი და ალკოჰოლი ზრდის სისხლის მიმოქცევის სიჩქარეს, რაც აძლიერებს ყურებში ხმაურს

ადამიანის ყური რთული და სათუთი ორგანოა, ყურებში ხმაურის პროგნოზი და მკურნალობა მისი სხვადასხვა ფორმის შემთხვევაში სხვადასხვაგვარია და უმჯობესია მკურნალობის დროული დაწყება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close