დღის ამბები

“პარვუსი“ საქართველოში ოთხ მცირე ჰესს ააშენებს, ინვესტიცია Є5 მლნ-მდეა

"პარვუსი“ საქართველოში ოთხ მცირე ჰესს ააშენებს, ინვესტიცია Є5 მლნ-მდეა

კომპანია „პარვუსი“ საქართველოში ოთხ მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს. ინვესტიციების ჯამური მოცულობა 5 მილიონ ევრომდეა.

კერძოდ, შპს “პარვუსი“ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოხერხევსა და სოფელ კორშაში – „კორშა 1 ჰესს“, სოფელ როშკაში – „როშკა ჰესს“, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშსა და მის მიმდებარედ „ტოლოში ჰესს“ და „ტოლოში 1 ჰესს“ ააშენებს.

როგორც  ჰიდროელექტროსადგურების მფლობელი კომპანია „პარვუს ჯგუფის“ 50%-იანი წილის მფლობელმა სულხან ზუმბურიძემ განაცხადა, ოთხივე ჰესის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება და ექსპლუატაციაშიც, სავარაუდოდ, 2023 წელსვე შევლენ.

საქმე ის არის, რომ მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „პარვუსისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ” ოთხი განკარგულება დაამტკიცა.

რაც შეეხება ახალი ჰესების სიმძლავრეებს და ინვესტიციას,  დეტალური ინფორმაცია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ასეთია:

“კორშა 1 ჰესი”: სიმძლავრე: 1 მგვტ; გამომუშავება: 5.1 მლნ/კვტ/სთ; ინვესტიცია: 1,2 მლნ ევრო.
“როშკა ჰესი”: სიმძლავრე: 1 მგვტ; გამომუშავება: 5.078 მლნ/კვტ/სთ; ინვესტიცია: 1,25 მლნ ევრო
“ტოლოში ჰესი”: სიმძლავრე: 1,5 მგვტ; გამომუშავება: 10,57 მლნ/კვტ/სთ; ინვესტიცია: 1,95 მლნ ევრო;
“ტოლოში 1 ჰესი”: სიმძლავრე: 1 მგვტ; გამომუშავება: 5.943 მლნ/კვტ/სთ; ინვესტიცია: 1,5 მლნ ევრო.

ცნობისთვის: “პარვუს ჯგუფს” დუშეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს დაფინანსებით ორი 200 კვტ-იანი ჰიდროელექტროსადგურის – ბიტეხის და ახიელის ჰესების პროექტები აქვს განხორციელებული. ასევე, კომპანიამ საკუთარი სახსრებით ხევსურეთში ააშენა სამი კასკადური ტიპის – როშკა 1, როშკა 2 და როშკა 3 ჰესი, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 4 მგვტ-ს შეადგენს.

ბიზნეს-რეესტრის თანახმად, „პარვუს ჯგუფის“ მფლობელები სულხან ზუმბურიძე (50%) და მამუკა პაპუაშვილი (50%) არიან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close