რჩევები

რომელი პროდუქტების შენახვა არ შეიძლება მაცივრის კარში

რომელი პროდუქტების შენახვა არ შეიძლება მაცივრის კარში

მიუხედავად იმისა, რომ მაცივრის შიგნით ტემპერატურა 0-5 გრადუსის დიაპაზონშია, ის არაერთგვაროვნად ნაწილდება – სადღაც უფრო ცივი ჰაერია, და სადღაც უფრო თბილი. ამიტომ თუ გვინდა რომ საჭმელი რომ არ გაფუჭდეს, ბაქტერიები არ მოხვდეს უმი პროდუქტიდან მზა კერძებზე, ისინი თაროებზე სწორად უნდა გავანაწილოთ.

  1. კარი

ეს მაცივრის ყველაზე თბილი ადგილია, განსაკუთრებით თუ ხშირად ვაღებთ მას. ამიტომ კარებში არ უნდა შევინახოთ მალფუჭებადი პროდუქტები: რძე, კვერცხი, იოგურტი და ა.შ. კარებში შეიძლება შევინახოთ: მზა ჯემები, სოუსები, გაზიანი სასმელები, წვენები, ღვინო.

  1. ზედა თარო

ფიზიკის კანონის თანახმად, თბილი ჰაერი ზევით ადის, ამიტომ მაცივრის ზედა ნაწილი ქვედაზე უფრო თბილია. ზედა თარო ისეთი მზა კერძებისთვის უნდა გამოვყოთ, რომელიც არ საჭიროებს დამატებით კულინარულ დამუშავებას: ძეხვი, ლორი, სადილის ან ვახშმის სხვადასხვა ნარჩენი, მზა სალათები, სენდვიჩები და ა.შ. კარგი იქნება თუ ყველა ამ პროდუქტს შევინახავთ სპეციალურ კონტეინერებში.

  1. შუა თარო ან თაროები

მაცივრის ამ ნაწილიში მეტ-ნაკლებად მუდმივი ტემპერატურაა. აქ შეიძლება ყველაფრის შენახვა, რაც ზედა თაროზე არ დაეტია, ასევე კვერცხის, რძის პროდუქტების: რძე, ყველი, კარაქი, ხაჭო, არაჟანი, მაწონი, იოგურტი.

  1. ქვედა თარო

ეს მაცივრის ყველაზე ცივი ნაწილია, ამიტომ ის უმი ხორცის, თევზის, შესანახი ადგილია. ამასთან ქვედა თაროზე შენახული უმი პროდუქტები მაქსიმალურადაა დაშორებული მზა საჭმელისაგან, რათა არ მოხდეს ბაქტერიული დაბინძურება. ცხადია უმი ხორცი, თევზი ან ფრინველი აუცილებლად კონტეინერში უნდა იყოს, რათა სხვა პროდუქტებთან კონტაქტი ავიცილოთ თავიდან.

  1. ქვედა გამოსაწევი უჯრები

ეს საუკეთესო ადგილია ხილის, ბოსტნეულისა და მწვანილის შესანახად.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close