ეკონომიკა

რამდენით გაიზრდება პენსია 2023 წლიდან?

რამდენით გაიზრდება პენსია 2023 წლიდან?

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2023 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 770 მლნ ლარით გაიზრდება, რომლის ყველაზე დიდი ნაწილი პენსიების ზრდას მოიცავს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 65 ლარით და განისაზღვრება 365 ლარის ოდენობით, ამავე ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იმის გათვალისწინებით, რომ 20%-იანი დანამატი არსებობს, 438 ლარს შეადგენს.

70 წლამდე პენსიონერთა პენსია 35 ლარით იზრდება და 295 ლარს შეადგენს, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში 20%-იანი დანამატის გათვალისწინებით 354 ლარი იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close