დღის ამბები

ნაზიბროლა სიხარულიძე მოძალადე პოლიციელის დაკავებას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალი და გენდერული თანასწორობის“ რუსთავის ოფისი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია რომ ქალაქ რუსთავის პოლიციის ერთ ერთმა მაღალ ჩინოსანმა რამდენიმე დღის წინ იძალადა მეუღლეზე.
ამ დროისათვის პოლიციელის ცოლი გადაყვანილია ფსიქო სარეაბილიტაციო ცენტრში და გადის მკურნალობას. როგორ ორგანიზაციის თანამშრომელი ნაზიბროლა სიხარულიძე ამბობს სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს და მოძალადე პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლოს
„ უნდა დაიწყოს მოკვლევა და გამოძიება. სანამდე სახელმწიფოში კანონის დამცველები იქნებიან ოჯახში მოძალადეები, მანამდე დემოკრატიულ ღირებულებებზე საუბარი არ იქნება .

ძალადობა ხდებოდა ოჯახში ბავშვების თვალწინ. ამ წუთებში მსხვერპლი ქალი გადაყვანილია სპეციალურ დაწერესებულებაში ხოლო მოძალადე ქმარი და სამსახურშია.

ამიტომ მე ვთხოვ პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს საქმის შესწავლა და ეჭვმიტანილი არა მარტო გაათავისუფლონ სამსახურიდან არამედ დააკავონ“. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close