დღის ამბები

თელავში მოქალაქეები ორშაბათიდან აქციებს აანონსებენ

თელავში მოქალაქეები ორშაბათიდან აქციებს აანონსებენ

თელავში კავკასიონის ქუჩის მაცხოვრებლები ორშაბათიდან აქციებს წყალმომარაგების კომპანიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან აანონსებენ.
თელავის მუნიციპალიტეტში ცენტრალური საკანალიზაციო სისტემით უმეტესწილად მხოლოდ ქალაქების მოსახლეობა სარგებლობს, მაგრამ ყველა არა. არის უბნები, სადაც კანალიზაცია არასდროს ყოფილა, თუმცა იქაც პრობლემებია, სადაც სისტემა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გაიყვანეს. დაზიანებული კოლექტორებიდან ფეკალური მასები კავკასიონის ქუცაზე მდებარე კორპისების სარდაფებში და ქუჩებში იღვრება,. როგორც ადგილობრივები ამბობენ ვერ მიაკვლიეს უწყებას, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა.
„კავკასიონის ბოლოში , ნანგრევი ნაგვის მიწები კანალიზაციის ჭებს დააყარეს და გაიჭედა, კორპუსის სარდაფები ფეკალური მასებით სავსეა, რა დავაშავეთ კავკასიონის 61 ის მაცხოვრებლებმა, ამხანაგობის თავმჯდომარე სად არ მივიდა, განცხადებები დაწერა , მაგრამ ამ ყველაფერს რეაქცია არ მოჰყვა, “
ქალაქში საკანალიზაციო სისტემები საბჭოთა მმართველობის დროს რომ გაიყვანეს, მას შემდეგ თითქმის არც შეცლილა და არც ახალი დამატებია. ადგილობრივი მოსახლეობა პერიოდულად პროტესტსაც გამოთქვამს კონკრეტულ უბნებში დაზიანებული მაგისტრალებიდან ფეკალური მასების დაღვრის გამო, მაგრამ შედეგს ვერ იღებს.
საკანალიზაციო სისტემის მოვლა პატრონობა საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის ვალდებულებაა. თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ აქ არავინ არ მისულა მიუხედავად იმის რომ მიმართეს როგორც წყალმომარაგების კომპანიას ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასაც .
თანაც როდის მოთხარეს იცით? დეკემბრის შუა რიცხვებში . ეს მიწის გროვები კი ზუსტად არჩევნების დროს დაიყარა და თანაც გავიგეთ რომ უნებართვოდ შემოიტანეს საშენი მასალის ნანგრევი. ნაგვის ქვეშ მოჰყვა კანალიზაციის ჭები და სავარაუდოდ ამოივსო. წყალმომარაგების კომპანიაში გვეუბნებიან რომ ზემოდან დაყრილ ნაგავს საშენ მასალის ნარჩენს ისინი არ გადაიტანენ, და მერიას მიმართეთო. მერიაში კი გვიცხადებენ რომ საკანალიზაციო არხების გაწმენდა წყალმომარაგების კომპანიას ავალია.
მას მერე სულ გვაქვს პრობლემა ჩვენი ბინის მაცხოვრებლებს.სარდაფში ამოხეთქა კანალიზაციამ და ყოველ დილით ვტკბებით მისი სურნელით.დაყრის დღიდან გვპირდებიან გასუფთავებას მაგრამ ვერც ძველმა მთავრობის წარმომადგენელმა მოასწრო და ახალიც ვერ ახერხებს. ჩამოგვექცევა თავზე კორპუსი .ან შავი ჭირი გაჩნდება რამე. “
მძიმე ანტისანიტარული მდგომარეობასთან ერთად თელავში მცხოვრები მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას წლებია ითხოვს. კავკასიონის ქუჩის მაცხოვრებლები უახლოეს დღეებში აქციას აანონსებენ და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ადგილობრივ თვითმმართველობას პრობლემის დაუყოვნებლივ გადაჭრისკენ მოუწოდებენ
როგორც აცხადებენ წყალმომარაგების დადგენილი გრაფიკი მათთვის მიუღებელია, რადგან წყალი კვირაში სამჯერ მიეწოდებათ და ისიც მხოლოდ ორი საათით, რაც არასაკმარისია. თუმცა წყალი იმდენად ცოტა მიდის რომ მარაგის ავსებაც შეუძლებელი ხდება
„6 დღეა წვეთი არ მოსულა ჩემთან 6 დღე ხალხო6 დღის უკანაც 20 ლიტრი თუ ჩავიდა ბაკში ეგეც არ მგონია..“
„სანამ არ გავალთ და ხმას არ ამოვიღებთ არა მგონია რეკვებს აზრი ჰქონდეს. ხალხი ყველას ფეხებზე ვკიდივართ და მართლა მგონი დროა ერთად ამოვიღოთ ყველამ ხმა. “
მათივე განცხადებით გასულ წელს წყალმომარაგების კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ კი სადარბაზოების წინ ამოჭრილი ორმოები დღემდე ღიად რჩება. როგორც ამბობენ ეზოში ბავშვებს საერთოდ აღარ უშვებენ, იმის შიშით რომ მათ რამე არ დაუშავდეთ და მძიმე შედეგი არ დადგეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close