დღის ამბები

ლევან ანდრიაშვილი ლაფანყურში აქციის მონაწილეებს შეხვდა

სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივი მოსახლეობა სოფელში შეიკრება და სამუშაოების მწარმოებელი კომპანიისგან შემოტანილი ტექნიკისა და სამშენებლო მასალების გატანა მოითხოვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, ჰესის მშენებელმა კომპანიამ სამუშაოები ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, თვითნებურად დაიწყო. მათი თქმით, მდინარე ლოპოტაზე ჰესის მშენებლობა მეწყრულ პროცესებს გამოიწვევს, რის შედეგადაც რამდენიმე სოფელს საფრთხე ემუქრება. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ განადგურება ემუქრება ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ადგილზე თელავის მუნიციპალიტეტის მერი მივიდა. ლევან ანდრიაშვილი შეკრებილ მოსახლეობასა და კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა. გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და პრობლემატურ საკითხებს ერთად განიხილავენ.
შეთანხმების მიუხედავად, სოფლის მოსახლეობამ კარავი გაშალა და ღამე გარეთ გაათია.
შეგახსენებთ, რომ ლაფანყურში მცირე ჰიდროელექტროსადგურ „ლოპოტა 1“-ის მშენებლობის ნებართვა კომპანია „ართანა ლოპოტამ“ 2018 წელს მიიღო, თუმცა ადგილობრივ მცხოვრებთა პროტესტის გამო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. პროექტის მიხედვით, ჰესის დადგმული სიმძლავრე 6 მეგავატი იქნება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close