დღის ამბები

2021 -22 წლებში ცენტრალური თელავის ისტორიული დასახლების ურბანული განახლება იგეგმება

2021 -22 წლებში ცენტრალური თელავის ისტორიული დასახლების ურბანული განახლება იგეგმება

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 6 ვილისს საკრებულოს სხდომაზე განიხილა   ,,2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე განსახილველად წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტში 2021-2022 წლებში განსახორციელებელი  ინფრასტრუქტურული პროექტები.

როგორც პროექტიდან ირკვევა 2021- და 2022 წლებში თელავის მუნიციპალიტეტში განხორციელდება შემდეგი პროექტები

) საქალაქთაშორისო დანიშნულების ავტოსადგურის და პარკინგის მოწყობა, თელავის, როგორც რეგიონის სატრანსპორტო ჰაბის განვითარებისთვის;

) ქ. თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელების და საგზაო უსაფრთხოების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ურბანული ტერიტორიების განვითარებისთვის;

გ) ქ. თელავში ისტორიულ ძეგლებსა და ტურისტულ საინფორმაციო დაფებზე  QR კოდების განთავსება, ქალაქის კულტურული და საგანმანათლებლო როლის გაძლიერებისთვის;

დ) ქ. თელავში არსებული ისტორიული მნიშვნელობის წყაროების რეაბილიტაცია, ქალაქის კულტურულ-ისტორიული არეალის განვითარებისთვის;

ე) ცენტრალური თელავის ისტორიული დასახლების ურბანული განახლება;

ვ) სამეფო აბანოების და მისი მიმდებარე ტერიტორიის აღდგენა-რეაბილიტაცია;

ზ) ერეკლე მეორის სკვერის და საზარბაზნე ბურჯის რეაბილიტაცია ქ. თელავის მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული არეალის წარმოსაჩენად;

თ) მეფის სასახლის და ციხე-გალავნის კომპლექსის შიდა ტერიტორიის ურბანული განახლება, თემატური ინსტალაციების მოწყობით;

ი) ქ. თელავის შემოსასვლელებში ისტორიული სატახტო ქალაქისთვის დამახასიათებელი თემატური ინსტალაციების მოწყობა ქალაქის, როგორც ისტორიულ-კულტურული ცენტრის წარმოსაჩენად;

კ) ქ. თელავში ურბანულ ტერიტორიებზე საზოგადოებრივი დანიშნულების სველი წერტილების მოწყობა;

ლ) ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ურბანული ტერიტორიის ოპტიმიზაციის მიზნით და არსებულ ლოკაციაზე ახალი მიზიდულობის არეალის შექმნა;

მ) რეგიონული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ქ. თელავში ქუჩების დამისამართება, სტანდარტიზაცია და საინფორმაციო დაფების მოწყობა;

ნ) საგანმანათლებლო მიზიდულობის არეალის განვითარების მიზნით, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სპორტული მოედნისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა;

ო) საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე რეგიონული ჩოგბურთის კორტების მოდერნიზება ოთხივე სეზონზე ფუნქციონირებისთვის;

პ) ქ. თელავში რეგიონული მნიშვნელობის მრავალფუნქციური სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა ინტეგრირებული აქტივობებისთვის;

ჟ) ქ. თელავში, პარკი „ნადიკვარის“ ტერიტორიაზე დასასვენებელი და გასართობი სივრცეების მოწყობა რეგიონული ფუნქციის გასაძლიერებლად;

რ) ქ. თელავში, ჩოხელის და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული ხევის მიმდებარე ტერიტორიის ურბანული განახლება მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცეების მოწყობით;

ს) ქ. თელავში „მინიატურების პარკის“ მოწყობა რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მიზიდულობის არეალის შესაქმნელად.

 

საკრებულოს გადაწყვეტილებით თელავის მუნიციპალიტეტის მერს ნება დაერთო, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პროექტები წარადგინოს კონკურსზე

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close