ისტორია

წყლისა და აბანოების სისუფთავის დაცვის შესახებ

წყლისა და აბანოების სისუფთავის დაცვის შესახებ

თეიმურაზ ვახტანგიშვილის წიგნიდან : თელავის საქალაქო თვითმმართველობის ისტორიიდან
ქ. თელავი, საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, გარკვეულ ცვლილებებს განიცდის. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის (1801 წ.) შემდეგ 1917 წლამდე თელავი თბილისის გუბერნიის სამაზრო ცენტრი გახდა. იგი თელავის მაზრის უფროსისა და რუსული ადმინისტრაციული სისტემის სხვა მოხელეთა რეზიდენციას წარმოადგენდა.


100 წლის წინ, მაშინდელმა თელავის თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანომ შეიმუშავა წესი წყლისა და აბანოების სისუფთავის დაცვის შესახებ

§ 1. თვითეულ სახლის მფლობელს ეკისრება პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი ეზოს, ისე მის ახლოს მდებარე რიყის სანაპიროს სისუფთავისათვის.
§ 2. წყლის შერჩევა, როგორც მოსახლისათვის, ისე წყლის მზიდავებისათვის დასაშვებია დღისით და ღამით, ამასთან, წყაროებთან ეკიპაჟებს, ჭურჭლის, თეთრეულისა და ტანსაცმლის რეცხვა აკრძალულია. ცხოველთათვის წყლის სმა დაშვებულია მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ამ მიზნით არის განსაკუთრებული გეჯები.
§ 3. საზოგადოებრივ დაწესებულებებში სავალდებულოა იყოს წყლის ასაღებად სპეციალური ავზები, გეჯები, კასრები და სხვ. ქარვასლებში, სასტუმრო სახლებში, ბაზრებში, დუქნებში, ფაბრიკებში, სახელოსნოებში, საავადმყოფოებში, სკოლებსა და სხვა შენობებში წყლის ჭურჭელი უნდა იყოს სუფთა და დახურული, ხოლო წყალი კი ახალი და არავითარი სუნის მქონე.
§ 4. საზოგადოებრივ აბანოებში ყოველმხრივ უნდა შენარჩუნდეს სისუფთავე
§ 5. საერთო აბანოების აუზებში მობანავენი დაიშვებიან იმ შემთხვევაში, თუ იქ წყალი გამდინარეა, აბანოს ნომრების აუზებში თითოეული მობანავისათვის წყალი უნდა იყოს მისაღები. აბანოს თეთრეული თითოეული გამოყენების შემდეგ გულდადადებით უნდა იყოს გარეცხილი და გამშრალი. ჭუჭყიანი თეთრეულის რეცხვა აბანოებში იკრძალება.

ავტორი პროფესორი თეიმურაზ ვახტანგიშვილი / თელავის მკვიდრი

 


ასევე წაიკითხეთ : პირველი აფთიაქი თელავში 1877 წელს გაიხსნა

1907 წლის თელავი – მენინგიტის ეპიდემიის გავრცელების შესახებ

ყვავილის ეპიდემია თელავში 1900 წელს

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close