Home დღის ამბები თელავში მიუსაფარი ძაღლის მკვლელობის გამო პოლიციამ გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით დაიწყო

თელავში მიუსაფარი ძაღლის მკვლელობის გამო პოლიციამ გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით დაიწყო

თელავში მიუსაფარი ძაღლის მკვლელობის გამო პოლიციამ გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით დაიწყო.
შემთხვევა, გუშინ ალაზნის გამზირზე მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, კაცმა გამაფრთხილებელი გასროლა თავდაცვის მიზნით რამდენჯერმე განახორციელა, ბრმა ტყვია კი ძაღლს მოხვდა. ამ თემაზე კომენტარი გააკეთა იმ კაცის დამ, რომელსაც ძაღლი საკუთარ სადარბაზოსთან შემოაკვდა. ნაზი ჯაშიაშვილი იხსენებს, რომ მისი ძმა კორპუსში შემოსვლას ცდილობდა, თუმცა ცხოველის მიერ აგრესიული მოქმედებების გამო, იძულებული გახდა საკუთრებაში არსებული იარაღიდან ესროლა, რომელიც ძაღლს მოხვდა.

“ჩემ ძმას იარაღი აქვს გაფორმებული, რადგან ის თავდაცვის სამინისტროში მუშაობს. მიუსაფარი ძაღლების სიმრავლის გამო კორპუსში შემოსვლას ვერ ახერხებდა. ძაღლმა მისი კბენა სცადა, რა დროსაც გაისროლა . იმის გამო , რომ ქუჩის ძაღლების გამო თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობთ არამარტო მე , მეზობლებიც, რამდენჯერმე თელავის მერისაც მივმართე, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია,”– ამბობს ნაზი ჯაშიაშვილი.

თელავის მერის , შოთა ნარეკლიშვილის განმარტებით, ქალაქის მასშტაბით მიუსაფარი ცხოველების დამუშავება, სტეროლიზება და კასტრაცია სისტემატიურ რეჟიმში ხორციელდება.

“მერია ემსახურება ტენდერში გამარჯვებულს კომპანიას, რომელიც ახდენს მიუსაფარი ცხოველების დამუშავებას, სტერილიზაციას, კასტრაციას და აცრას. ყველა ამ პროცედურის შემდეგ აბრუნებს ძაღლს პირველად გარემოში, როგორც ეს კანონით არის განსაზღვრულია,”– განმარტავს თელავის მერი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მიმდინარეობს რეგიონალური თავშესაფრის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ კახეთში, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მნიშვნელვნად მოგვარდება.