დღის ამბები

მეორე მსოფლიო ომის  მონაწილეებს ბიზნესმენმა გიორგი მათურელმა 250 ლარის ფულადი დახმარება გაუწია

თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის 7 მონაწილეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 250 ლარი ჩაერიცხა. გარდა ამისა, ბიზნესმენმა გიორგი მათურელმა ვეტერანებს 250 ლარი საკუთარი ინიციატივით გადასცა.

“პირველ რიგში ვულოცავ მსოფლიოს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. მინდა, რომ მეორე მსოფლიო ომიდან  75 წლის მერეც, ჩვენს ვეტერანებთან  ვიყოთ თავმდაბლები. დღეს მე  ჩემი მადლიერება სულ მცირედით გამოვხატე.  მათ უნდა იცოცხლონ დიდხანს, ჩვენ კი უნდა ვეცადოთ, რომ მათ ღირსეული სიბერე ვაჩუქოთ “ – ამბობს გიორგი მათურელი

„მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ვულოცავ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს. მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი მათურელს, რომელმაც გამოიჩინა გულისხმიერება და ჩვენს ვეტერანებს 250 ლარით დახმარება გაუწია. ასევე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ყევლა იმ ბიზნესმენს და მოხალისეს გადავუხადო მადლობა, რომლებიც გაჭირვებული მოსახლეობას ამ პერიოდში გვერდში უდგანან და ამ აქციებში აქტიურად მონაწილეობენ. ეს არის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაგალითი“, –  აღნიშნა  თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ, არჩილ თხლაშიძემ.

მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 750 000 მეომარი გაგზავნა, აქედან ომში დაიღუპა 300 000…

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა.

1978 წელი თელავი 9 მაისი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close