WhatsApp-მა Android-ის ბაზაზე შექმნილი სმარტფონებისთვის ახალი ფუნქცია დაამატა, რომლითაც შესაძლებელია გასაგზავნი ვიდეორგოლების ხარისხის შერჩევა. ამის შესახებ ინფორმაცია Wabetainfo.com-ზეა ხელმისაწვდომი.
კერძოდ, მომხმარებელს გაგზავნამდე ვიდეოს სამი ვარიანტის შერჩევა შეუძლია: „ავტო“, „უკეთესი ხარისხი“ და „მონაცემების ეკონომია“.
ამ დრომდე არ დასახელებულა, როდის გახდება ეს ფუნქცია ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი.