ბიტკოინი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტაა, თუმცა მსოფლიოში ათასობით ალტკოინები არსებობს, რომელთა უმრავლესობის მომავალი და პოტენციალი გაურკვეველია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მათ შორის გამოვარჩიოთ ის ალტკოინები, რომლებსაც კრიპტო სამყაროში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.
წარმოგიდგენთ, ბოლო პერიოდის 5 ყველაზე პოპულარულ კრიპტოვალუტას MyCoins-ზე (ბიტკოინის გარდა):
5. ეთერიუმი (ETH)
ბიტკოინის შემდეგ, სიდიდით მეორე კრიპტოვალუტაა საბაზრო კაპიტალის მიხედვით. ეთერიუმის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა მისი შექმნის შემდეგ, 2013 წელს, მაისის ბოლოსთვის თითქმის 3000 დოლარამდე ერთი ტოკენისთვის, მაგრამ მაინც საკმაოდ ჩამორჩება ბიტკოინის ღირებულებას. იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო ბაზარზე ეთერიუმი მეორე ადგილს იკავებს, MyCoins-ის მომხმარებლებს შორის ნაკლებად პოპულარულია.
4. დოჯკოინი (DOGE)
დოჯკოინი თავდაპირველად შეიქმნა, როგორც “მიმი”, პაროდიული კრიპტოვალუტა, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა ღირებულების ზრდას 2021 წლის ზაფხულის დასაწყისში. Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა დადებითად შეაფასა დოჯკოინი, რამაც ხელი შეუწყო მის ღირებულების ზრდას.
3. სტელარი (XLM)
სტელარის მშობლიური კრიპტოვალუტაა Lumen (XLM). სტელარი შექმნილია როგორც „ღია ქსელი ფულის შესანახად და გადასატანად“, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს შექმნან, გაგზავნონ და ივაჭრონ ციფრული ფულით.
2. რიპლი (XPR)
რიპლი არის ციფრული გადახდის ქსელის კრიპტოვალუტა. ციფრული გადახდებისთვის შექმნილი XRP წარმოადგენს სწრაფ და ეფექტურ გზას გლობალური გადახდების გასაძლიერებლად.
ლაითკოინი (LTC)
ლაითკოინი განიხილება, როგორც პირველი წარმატებული ალტკოინი. 2011 წელს ლაითკოინის გამოშვებამ უამრავი დეველოპერი შთააგონა, რომ გაეფართოებინათ კრიპტო-მომხმარებლების ბაზა ბიტკოინის კოდის შეცვლით და მისი გამოყენებით სხვადასხვა ქსელების გასაშვებად.