Home რეგიონი თელავი თელავის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” პროკურორი ვაჟა მაღრაძე იქნება

თელავის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” პროკურორი ვაჟა მაღრაძე იქნება

მმართველ პარტიას კანდიდატი ოფიციალურად მოსახლეობისათვის ჯერ არ წარუდგენია. თუმცა, ქალაქის ქუჩებში უკვე გამოჩნდა მისი საარჩევნო ბანერები სლოგანით: „მშვიდობა საქართველოს, მეტი განვითარება თელავს“.

ვაჟა მაღრაძე ათეულობით წელია კახეთის საოლქო პროკურატურაში, პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

ის არაერთი გახმაურებული კრიმინალური საქმის ზედამხედველი პროკურორი იყო.

მაღრაძის კანდიდატურის განხილვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც თელავის მოქმედ მერს, ლევან ანდრიაშვილს, “ქართულ ოცნებაში” კანდიდატურის მეორე ვადით წარდგენაზე უარი უთხრეს.

ანდრიაშვილი თელავის მერად 2021 წელს აირჩიეს. ის მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება.