„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა” (NDI) გამოკითხვა ჩააატარა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 53 % აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინას/აცრას, არ გაიკეთებს. 35% ამბობს, რომ აიცრება, 12 %-მა კი არ იცის, აიცრება თუ არა.
აცრის გაკეთებაზე უარის თქმის მიზეზად, გამოკითხვაში მონაწილეთა 48 პროცენტი ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობას ასახელებს. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ პანდემიის გადალახვა ვაქცინაციის გარეშეც შეიძლება.
ამასთან, გამოკითხვის თანახმად, ქალები და 55 წელს ქვემოთ ასაკის მოქალაქეები, სხვებთან შედარებით, ვაქცინაციის მიმართ უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი.
გამოკითვის მიხედვით, მოქალაქეები კოვიდ-19-ზე ინფორმაციას უმეტესად ტელევიზიიდან (60 პროცენტი) ან ინტერნეტით (35 პროცენტი) იღებენ, ინფორმაციის სანდოობის მხრივ კი, სამედიცინო სფეროს მუშაკებსა (74 პროცენტი) და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (68 პროცენტი) გამოარჩევენ.
NDI-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. სატელეფონო კვლევაში 2,024 რესპოდენტი მონაწილეობდა, რომლებიც შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.