კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, II კვარტალში მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობა წლიურად თითქმის 10%-ით 5.7 მლნ-მდე გაიზარდა. აბონენტების ზრდასთან ერთად 20%-ით გაიზარდა შემოსავლების რაოდენობა წლიურად და თითქმის 167 მლნ ლარს მიაღწია. 2021 წლის I კვარტალში ეს მაჩვენებელი 135 მლნ ლარს შეადგენდა.
II კვარტალში აბონენტების კუთხით მაგთიკომი ლიდერობს, რომლის აბონენტების რაოდენობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.2%-ით 2.4 მლნ-მდე არის გაზრდილი. 4.3%-იანი მატება აქვს სილქნეტსაც და მოცემულ პერიოდში მისი აბონენტების რაოდენობა 1.9 მლნ-ს შეადგენს. 0.1%-იანი ზრდით ბილაინის აბონენტების რაოდენობა 1.4 მლნ-ია.
რაც შეეხება შემოსავლებს, შემოსავლებითაც მაგთიკომი ლიდერობს, რომელმაც მოცემულ პერიოდში 81.2 მლნ ლარი მიიღო. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა 30.5%-ს შეადგენს. მეორე ადგილს სილქნეტი იკავებს 58.2 მლნ ლარით. კომპანიის შემოსავლები 2021 წლის II კვარტალთან შედარებით 21.7%-ით არის გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში 9%-იანი ზრდა ჰქონდა ბილაინს და მისმა შემოსავალმა 27.5% შეადგინა.
აბონენტების მიხედვით ბაზრის წილით მაგთიკომი ლიდერობს და მას ბაზრის 42% უკავია, შემდეგ 33%-ით სილქნეტი მოდის, ხოლო 24.8% ბილაინს უჭირავს.