Home მსოფლიო Hermès -ის ისტორია: როგორ გახდა დიუმების ოჯახი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი „დინასტია“

Hermès -ის ისტორია: როგორ გახდა დიუმების ოჯახი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი „დინასტია“

თანამედროვე სამყაროში სიმდიდრე უთანასწოროდ არის გადანაწილებული. მსოფლიოს 25 უმდიდრესი ოჯახის ჯამური წმინდა ქონება 1,1 ტრილიონი დოლარია. მათ შორის დიუმას ოჯახი მეხუთე უმდიდრესი ოჯახია მსოფლიოში, მათი მთლიანი ქონება 53,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დიუმას ოჯახი ცნობილია თავისი პარიზული სასახლითა და უზარმაზარი სიმდიდრით. მოდით გავიგოთ, როგორ იქცნენ ისინი მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ოჯახად.

მრავალმილიარდ დოლარიანი საოჯახო ბიზნესის დასაწყისი

ტიერი ჰერმესმა საოჯახო ბიზნესი 1837 წელს დააარსა. ცნობილ შარფებსა და ბირკინის ჩანთებამდე დიდი ხნით ადრე, „ჰერმესი“ იყო აღკაზმულობის მწარმოებელი, რომელიც სამეფო ოჯახების აღჭურვილობას ამარაგებდა და უზრუნველყოფდა.

მოგვიანებით საოჯახო კომპანია, მისმა შვილიშვილმა ემილ-მორისმა განაახლა. საავტომობილო საბარგულების შესაქმნელად მან თავისი მეგობრები ლუი რენო და ეტორე ბუგატი დაიქირავა. გარდა ამისა, ემილ-მორისმა გააფართოვა ბიზნესი ავეჯისა და ქამრების წარმოებით, სცადა ბედი მაღალ მოდაში. სწორედ ტიერი ჰერმესის შთამომავლის, ჟან-ლუი დიუმას დამსახურებაა, რომ დღეს ჰერმესი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული გლობალური ბრენდია.

ემილ-მორისს სამი ქალიშვილი ჰყავდა. ყველა მათგანი წარმატებით დაქორწინდა და ოჯახის ბიზნესს სამი ახალი გვარიც შეემატა: გერანი, პუეჩი და დიუმა. რობერტ დიუმამ კომპანია ემილ-მორისისგან 1950-იან წლებში ჩაიბარა და სამი ათწლეულის განმავლობაში მართავდა.

დიუმას ხუთი ვაჟიდან ერთ-ერთი, ჟან-ლუი 1978 წელს ჰერმესის აღმასრულებელ დირექტორად და კრეატიულ დირექტორად აირჩიეს.

1989 წელს დიუმამ დააარსა ბიზნესი სახელწოდებით Emile Hermes SARL, რომელიც წარმოადგენდა ოჯახის აქციონერებს. ამ კომპანიას ევალება მენეჯერების დაქირავება და ორგანიზაციის სტრატეგიის შექმნა.

1993 წელს კი დიუმამ ჰერმესის 4% განათავსა საფრანგეთის საფონდო ბირჟაზე… 2006 წელს შემოსავალმა 1,9 მილიარდ დოლარს მიაღწია.

2011 წელს ტიერი ჰერმესიდან 50-ზე მეტმა ადამიანმა გააერთიანა თავისი ინდივიდუალური საკუთრება და შექმნა H51, რომელიც 16 მილიარდი დოლარის კოოპერატივს წარმოადგენდა. შენატანებმა კორპორაციის მთლიანი აქციების 52% შეადგინა. კონტრიბუტორები შეთანხმდნენ, რომ ისინი არ გაყიდიან აქციებს მომდევნო 20 წლის განმავლობაში. ბერტრანდ პუეჩმა, რომელიც ახლა 82 წლისაა, და მისმა ვაჟმა ნიკოლას პუეჩმა შეინარჩუნეს თავიანთი წილები H51-დან.

ჰერმესის ოჯახის წევრების მიერ გაწეული ძალისხმევა მომგებიანი აღმოჩნდა. ახლა კომპანიას მართავენ ტიერი ჰერმესის მეხუთე და მეექვსე თაობის შთამომავლები.

ჰერმესი დიდწილად წარმატებულია, რადგან დიდი მოთხოვნილებაა ტყავის ნივთებზე, რომლებსაც ის აწარმოებს. Kelly-ის ხელჩანთის საწყისი ფასი 8450 დოლარია. ბირკინის ჩანთის ფასი 8850 დოლარიდან იწყება. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ მაღალი ფასი, Hermes-ის ჩანთები ძალიან მოთხოვნადია. ამბობენ, რომ ვიქტორია ბექჰემი ფლობს 100-ზე მეტი ბირკინის ჩანთის კოლექციას, რომელიც 2 მილიონ დოლარზე მეტი ღირს.

დღეს დიუმას ოჯახი კვლავაც აქტიურად არის ჩართული Hermès International S.A-ის მენეჯმენტში. კომპანია ჯერ კიდევ ცნობილია ხარისხისა და ოსტატობისადმი თავისი ერთგულებით და არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფუფუნების ბრენდი.