Edison Research-ის კვლევის შედეგებით, კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას გუჯაანის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
დავით სონღულაშვილი, ქართული ოცნება – 62%;
გიორგი ღვინიაშვილი, ევროპული საქართველო – 18%;
ლევან ბეჟაშვილი, ენმ – 15%;
ეკა ქვლივიძე, ლელო – 3%;
სხვა კანდიდატი – 2%;
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.
კვლევა 25 აგვისტო – 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის მეთოდოლოგიაზე ინფორმაცია დაწვრილებით იხილეთ აქ.