Home დღის ამბები ეკონომიკა EBRD-ის დაფინანსებით, ოთხი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა იწყება

EBRD-ის დაფინანსებით, ოთხი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა იწყება

„სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 4 ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას იწყებს.

ელექტროგადამცემი ხაზები: „ლაჯანური-წყალტუბო“, „ნამახვანი-წყალტუბო“, „ნამახვანი-ტვიში-ლაჯანური“ და „ლაჯანური-ლაჯანურიჰესი“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით  აშენდება.

რაჭისა და იმერეთის რეგიონებში ელექტროგადამცემ ხაზებს  ინდური კომპანია Larsen and Toubro ააშენებს. სამშენებლო სამუშაოები 2023 წელს დაიწყება და 2025 წელს დასრულდება.

პროექტი “ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის“ (ENIP) ნაწილია, რომელიც მოიცავს  მთელი საქართველოს მასშტაბითინფრასტრუქტურულ პროექტებს. დაგეგმილია 500 კმ-ზე მეტი სიგრძის გადამცემი ხაზების და 5 ქვესადგურის მშენებლობა/გაფართოება.

ENIP-ის სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 270 მილიონ ევროს შეადგენს.