აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2022 წელს საქართველოში ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 7%-დან 11%-მდე გაზარდა.
კერძოდ, როგორც „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, 2022 წელს ინფლაციის ზრდა 11%-ით არის მოსალოდნელი მომავალ წელს 5%-იან შემცირებამდე, რაც მსოფლიოში სამომხმარებლო საქონელზე მოსალოდნელზე მაღალი ფასებითა და ძლიერი შიდა ზრდით არის განპირობებული.
შეგახსენებთ, რომ ADB-ს აპრილში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ინფლაციის 7%-მდე, 2023 წელს კი 4%-მდე შენელება იყო მოსალოდნელი.