
ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში „ბიძინაობა 2023’“ გაიმართა. საგალობლების ფონზე ჩატარდა ბიძინა ჩოლოყაშვილის ,შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების ხსენების დღისადმი მიძღვნილი წირვა მათივე სახელობის ტაძარში.აეროპორტის ტერიტორიაზე ჩატარდა დოღი,ხოლო ჭიდაობის არენაზე – ქართული ჭიდაობა.
ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცეები და ფოტოზონები. ჩატარდა ადგილობრივი ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროდუქციის გამოფენა – გაყიდვა. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები ზრუნავდნენ.
საღამოს ჩატარდა ბენდის ,,Groove Possession” ( გრუვ ფოზეშენ) და ჯგუფი ,,ურსას“ კონცერტი. დღის ბოლოს კი გაიმართა კლუბური მუსიკის საღამო, დიჯეის თანხლებით;
ღონისძიებას ლიეტუადან მოწვეული დელეგაცია და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.