დღის ამბებისაზოგადოება

29 სექტემბერს, დღის საათებში ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 29 სექტემბერს, დღის საათებში ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანიგომბორითელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 (სოფ. სასადილოსოფ. სიონის გადასახვევი) მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც დროის გარკვეულ პერიოდში საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, 2023 წლის 29 სექტემბერს, 11:00 სთდან 18:00 სთმდე აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღეღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

Tags
Show More

Related Articles

Close