დღის ამბებისაზოგადოება

გიორგი ალადაშვილი – სტიქიით დაზარალებული არცერთი მოქალაქე ყურადღების გარეშე არ დარჩება

კახეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან. ამ დრომდე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის ზონაში იმყოფება რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული. გიორგი ალადაშვილის განცხადებით, სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარება.

„პრემიერ- მინისტრის დავალებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ აღნიშნული უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი აუნაზღაურდება. ჩვენ კომუნიკაციაში ვართ მოქალაქეებთან და არცერთი მოსახლე არ დარჩება ყურადღების გარეშე“, – განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.

ცნობისთვის: გასულ ღამეს ძლიერმა სტიქიამ კახეთის რეგიონი კიდევ ერთხელ დააზიანა. ძლიერი სეტყვის და ქარის შედეგად დაზარალდა თელავის, ყვარელისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები. განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ვენახები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close