ლაგოდეხირეგიონისპორტი

ანაკლიაში გამართულ „სასკოლო ოლიმპიადა 2023“-ის ჩემპიონები სოფელ ბაისუბნის სკოლის მძლეოსანი სპორტსმენები გახდნენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლის, მძლეოსანი გოგონები, ანაკლიაში გამართულ, „სასკოლო ოლიმპიადა 2023“-ის ჩემპიონები გახდნენ.

როგორც ადგილობრივი მერია აღნიშნავს, გამარჯვებულ სპორტსმენებს, წარმატება, მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„სასკოლო ოლიმპიადა 2023“-ის ჩემპიონები, პირველად ლაგოდეხის ისტორიაში, ლაგოდეხელი გოგონები გახდნენ. მინდა ეს სიხარული, ბავშვებთან ერთად, მივულოცო მშობლებს, მწვრთნელს, ვლადიმერ ონიანს და ბაისუბნის საჯარო სკოლას”,- განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო სპორტულმა ოლიმპიადამ, გასულ წელს, აიღო სტარტი. საქართველოს ჩემპიონი სკოლის გამოსავლენად მასში, 1600 სკოლის, 70 000 – მდე მოსწავლე, სპორტის 7 სახეობაში იღებდა მონაწილეობას.

ცნობისთვის, ღონისძიება, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით იმართება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close