
თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ფედერაციის ორგანიზებით, თელავში გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე, სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი – ,,მოყვარულთა ლიგა 2023,, ჩატარდა.
არსებული ინფორმაციით, ჩემპიონატში კახეთის მასშტაბით, 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა: ბუშეტი, რუისპირი, ვარდისუბანი, შალაური, ყარაჯალა, ,,იანგ ბოიზ,, ,,ლოპოტა,, და წინანდალი.
ფინალში ერთმანეთს ვარდისუბნი და ,,იანგ ბოიზ,, დაუპირისპირდნენ. თამაში კი ამ უკანასკნელის გამარჯვებით ანგარიშით 5:4 დასრულდა.
გამარჯვებულ გუნდს თასი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.
ცნობისთვის- ,,იანგ ბოიზი,, ასპარეზობას რეგიონულ ჩემპიონატში განაგრძობს.