
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გურჯაანში სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებით აღინიშნება.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები, 15:00 საათზე, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან დრამ – შოუს მსვლელობით, დაიწყება და ცენტრალურ პარკში საბავშვო ღონისძიებებით გაგრძელდება.
” 15:00 საათი – დრამ – შოუს მსვლელობა ცირკის მსახიობებთან და ანიმაციურ გმირებთან ერთად;
16:00 საათი – ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის სახალხო თეატრთან არსებული თოჯინების თეატრის სპექტაკლი “სამი გოჭი” ;
17:00 საათი – კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული პატარა შემსრულებლების მონაწილეობით;
18:00 საათი – საცირკო წარმოდგენები : ბაგირზე მოსიარულე აკრობატები, საჰაერო შოუ, აკრობატი რგოლში და სხვა;
19:00 საათი – საცირკო მასტერკლასები”,- აღნიშნავენ ინფორმაციაში.