ახმეტა

თუშეთში ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად სამოქალაქო რეისები შესრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით, ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად, სამოქალაქო რეისები შეასრულა.

არსებული ინფორმაციით, ავიარეისები შესრულდა წოვათის, ალაზნისთავის, გომეწრის, პირიქითისა და ჩაღმის ხეობებში. ხელი შეწყო თუშ მეცხვარეებს, მესაქონლეებს, საოჯახო სასტუმროს მფლობელებს და ტურიზმის სექტორში ჩართულ მოსახლეობას.

თუშეთთან დამაკავშირებელი ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გახსნამდე ადგილობრივი თუში მოსახლეობისათვის ერთადერთი იმედი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებია.

ვულოცავთ სასაზღვრო პოლიციას #პოლიციისდღეს. მადლობა თუშეთის საკეთილდღეოდ გაწეული სიკეთისათვის

საქართველოს მთავრობა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს სასაზღვრო პოლიცია

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close