
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, წმ. გრიგოლ ფერაძის სახლმუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი ადგილზე გაეცნენ.
” გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 1 270 000 ლარით დაფინანსდა. სამუშაოებს, გურჯაანის მერიის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული შპს “ბახტრიონი – 2012″ ასრულებს.
პროექტით გათვალისწინებულია 2440 სიგრძის გზაზე ასფალტის საფარის დაგება, რკინა-ბეტონის კიუვეტისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა.
ზურაბ უტიაშვილმა და ვანო ბერიძიშვილმა სოფელ ბაკურციხეში ასევე მოინახულეს 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები, რომელიც აქტიურ ფაზაშია”,- აღნიშნავს გურჯაანის მერია.