თელავირეგიონი

თელავში ,,დანკინი,, საზეიმოდ გაიხსნა

„დანკინის,, რიგით 74-ე რესტორანი თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა კომპანიის დირექტორთან, გიორგი მშვილდაძესთან ერთად გახსნა.

„დანკინი“ საქართველოში დღეში 30 000-ზე მეტი ჭიქა ყავის რეალიზაციას
ახდენს. შესაბამისად, ქსელის განვითარების პარალელურად კომპანია საქართველოში ყავის ყველაზე ერთ-ერთი მსხვილი რეალიზატორია.

,,დანკინის,, ქსელის თელავში შემოსვლა მნიშვნელოვანია. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ბიზნესს, რათა უფრო მეტად განვითარდეს ქალაქი და მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, სხვადასხვა მომსახურება ადგილზე მიიღოს. ვფიქრობ, ,,დანკინი,, ჩვენი მოსახლეობის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახდება”,- განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

,,დანკინის,, საწარმო ყოველდღიურად ახალი, 50-მდე სახეობის პროდუქტით ამარაგებს ამერიკული რესტორნების ქსელს მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის ძირითადი ამოცანაა ერთგულ მომხმარებელს „დანკინის“ მენიუს გამორჩეული გემო და გამორჩეული ხარისხის პროდუქტი შესთავაზოს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close