კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის მერიისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის მერიისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობებს შორის- ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ოფიციალურად გაფორმდა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება –
კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის, სეპარაციისა და გადამუშავების პროცესის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, ანნა ჩერნიშოვამ და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს ხელი.
მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს
კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის, სეპარაციისა და გადამუშავების პროცესის გაუმჯობესება.
პროცესში ჩართულ მხარეებს წარმოადგენენ – მსოფლიო შეფუთვების ორგანიზაცია (WPO), მწარმოებლის ვალდებულების ორგანიზაცია (ჯორჯია ფლას), საქართველოს შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ორგანიზაცია( PMAG) და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია(WMA).
აღნიშნული შეთანხმების თანახმად, კახეთის რეგიონში იგეგმება ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით”,- აღნიშნავენ ინფორმაციაში.