რჩევები

საკვები, რომელიც ჯანსაღი გგონიათ, სინამდვილეში კი უფრო მალე გაშიებთ და მადას გიმატებთ

საკვები, რომელიც ჯანსაღი გგონიათ, სინამდვილეში კი უფრო მალე გაშიებთ და მადას გიმატებთ

საკვების მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანი შიმშილის დაკმაყოფილებაა. დღეში 3-4-ჯერადად კვება საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ სარგებელიც მივიღოთ და შიმშილის გრძნობა არ გვტანჯავდეს. ბუნებრივია, რაც მეტად მოგვშივდება, მით მეტ პროდუქტს მივიღებთ, რაც ჩვენს წონას და ჯანმრთელობას ნამდვილად არ წაადგება.

არადა არსებობს მთელი რიგი პროდუქტები, რომლებსაც ჯობია ერიდოთ. იმიტომ კი არა, რომ მავნეა ან ზედმეტად კალორიული, უბრალოდ არ დაგანაყრებთ, მშიერი დარჩებით და კიდევ დამატებითი კალორიების მიღება მოგიწევთ.

მშიერ ადამიანს სისხლში შაქრის დონე ოდნავ დაბალი აქვს. თუ თქვენ მიირთმევთ საკვებს დაბალი გლიკემიური ინდექსით (GI), შაქარი თანდათან მოიმატებს. თუმცა, თუ მაღალგლიკემიურ საკვებს მიიღებთ, ანუ სწრაფ ნახშირწყლებს, შაქრის დონე სისხლში მკვეთრად გაიზრდება, თუმცა მალევე მკვეთრად დაეცემა. ეს ნიშნავს, რომ ჭამის მერე მალე კვლავ მოგშივდებათ და იძულებული გახდებით, კიდევ ჭამოთ. რომელია ისეთი საკვები, რომელიც სწრაფად გაშიებთ და არ განაყრებთ.

კარტოფილი

რა ფორმითაც არ უნდა მიიღოთ – კარტოფილი ფრი, კარტოფილის პიურე, უბრალოდ მოხარშული – მისი მაღალგლიკემიური ინდექსი არსად წავა – 65 ერთეული.

თეთრი პური

იგი მზადდება რაფინირებული ფქვილისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გლიკემიური ინდექსი აღმაშფოთებელად მაღალია – 100 ერთეული. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი ჭამა საერთოდ შეუძლებელია. მაგრამ უმჯობესია პერიოდულად ჩაანაცვლოთ პურით, რომელიც მდიდარია ბოჭკოთი: ჭვავის, ქატოსი ან მთლიანად დაფქული მარცვლით გამომცხვარი.

ალკოჰოლი

პირველ რიგში, ნუ დაგავიწყდებათ, რომ სასმელთან ერთად ყოველთვის არის საჭმელი. ალკოჰოლი ამცირებს გლიკოგენის დონეს და ზრდის შაქრის დონეს, რომელიც ძალიან სწრაფად დაეცემა და ისევ მშიერი იქნებით. დაიმახსოვრეთ, როცა სვამთ, ჩვეულებრივზე ბევრს ჭამთ. სხვათა შორის, ლუდს აქვს ყველაზე მაღალი გლიკემიური ინდექსი.

ჰამბურგერი

წესით, ეს ძალიან დამანაყრებლი საკვებია, მაგრამ მთელი ეშმაკობა ტკბილ სოუსებში და ფუნთუშაშია. ამას ემატება ხორცის საკმაოდ მძიმე მასა და ეს ყველაფერი ერთად ქმნის “სწრაფი ნახშირწყლების” ჯავშანს. ჰამბურგეის მერე იგრძნობთ, რომ დანაყრდით, მაგრამ მალე კიდევ მოგინდებათ რამდენიმე ბურგერი. ამიტომ ჯობია ისინი თავად მოამზადოთ: საქონლის ხორცი შეცვალეთ ფრინველის ხორცით, მოაყარეთ მეტი ბოსტნეული, თეთრი პურის ნაცვლად კი ჭვავი ან რუხი პური გამოიყენეთ. უარი თქვით ტკბილ სოუსებზე.

მუსლი

ეს პროდუქტი შეცდომით ითვლება დიეტურად. მაგრამ ფაქტია, რომ მარცვლეული ძალიან მაღალ ტემპერატურაზე ფანტელებად იქცევა და მათი კვებითი ღირებულება უბრალოდ მცირდება. სხვათა შორის, მიუსლის გლიკემიური ინდექსი 80-ია, ანუ ასეთი საუზმის შემდეგ კვლავ მოგინდებათ ჭამა. სხვათა შორის, ეს ეხება ყველა მშრალ საუზმეს. დიეტოლოგები გვირჩევენ შეცვალოთ შვრიის ფაფით ან ქატოთი, რომელსაც შეგიძლიათ დაამატოთ ახალი ხილი.

მწნილები

საქმე შაქარში კი არა, სანელებლების სიმრავლეზეა. კიტრი, მჟავე კომბოსტო – ეს ყველაფერი ააქტიურებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და ზრდის კუჭის წვენის გამომუშავებას, აღვიძებს მადას. და რას მოგვიტანეს ეს? რა თქმა უნდა, საკვების კიდევ ერთ ულუფას.

კარაქი და ღორის ხორცი

ეს აღმოჩენა ახლახანს გააკეთეს ფრედერიკ II-ის სახელობის ნეაპოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა. მათ აღმოაჩინეს, რომ გაჯერებული ცხიმები გავლენას ახდენს ჰიპოთალამუსზე, ჯირკვალზე, რომელიც პასუხისმგებელია შიმშილსა და ნაყროვანებაზე. მასზე განსაკუთრებით მოქმედებს ღორის ცხიმი და კარაქი. ანუ ადამიანები, რომლებიც მუდმივად მიირთმევენ ღორის ხორცს და იყენებენ კარაქს, უფრო უჭირთ მადის კონტროლი.

სუში

ალბათ ფიქრობთ, რომ ეს პროდუქტი უფრო დიეტურია, ვიდრე პიცა. სამწუხაროდ, იმედები უნდა გაგიცრუოთ – სუში 70% თეთრი ბრინჯია. მისი გლიკემიური ინდექსი 90-ია, რაც ძალიან მაღალია. თავად ბრინჯი მოცულობითი და დამაკმაყოფილებელია. მაგრამ მალე ისევ იგრძნობთ შიმშილს. თუ ნამდვილად გიყვართ იაპონური სამზარეულო, შეუკვეთეთ საშიმი ან მისოს წვნიანი. მათში ბევრი ცილაა, რომელიც ნამდვილად ანაყრებს და არა უბრალოდ მოგაჩვენებთ, რომ დანაყრებული ხართ.

ხილის წვენი

გლიკემიური ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, დაფასოებულ წვენებშია. თუნდაც დაიწეროს, რომ ისინი უშაქროა, ის მაინც აუცილებლად იქნება იქ. როცა ხილს იმ დონემდე „ფილტრავთ“, რომ მხოლოდ სითხე რჩება, ჩათვალეთ, რომ მასში მხოლოდ შაქარს ტოვებთ! ხილის მტელი სიკეთე მის ბოჭკოვან ნაწილშია. ამიტომ დიეტოლოგები გირჩევენ, წვენებში რბილობიც დატოვოთ, ან კომპოტები უშაქროდ მოხარშოთ, რომელშიც ნაყოფიცაა. ზოგადად, უკეთესია ხილი ისე მიირთვათ, უმად. სხვათა შორის, საკვების ღეჭვაც დანაყრებას იწვევს.

ყველაზე მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე ხილი (GI 60-ზე მეტი):

საზამთრო

ბანანი

ნესვი

ყუძენი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close