გურჯაანითვითმმართველობა
სოფელ კოლაგში მიმდინარე შიდა საუბნო გზის მოასფალტების სამუშაოები ზურაბ უტიაშვილმა მოინახულა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა, სოფელ კოლაგში მიმდინარე შიდა საუბნო გზის მოასფალტების სამუშაოები ადმინისტრაციული სამსახურის უფროს ხვიჩა სიმონიშვილთან ერთად მონახულა.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია- 849 მეტრი სიგრძის გზას ჩაუტარდება, და მოეწყობა სანიაღვრე არხი.
ცნობისთვის, სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, შპს “იმედი დიდუბე”
ასრულებს, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 282 980 ლარი დაიხარჯება.