ბრიტანელი მკვლევარები ორი უზარმაზარი აისბერგის მოძრაობის მარშრუტს სწავლობენ, რომლებიც ატლანტის ოკეანეში ნელ-ნელა საზღვაო გზებს უახლოვდებიან და მალე შესაძლოა, კომერციულ და თევზსაჭერ გემებს პრობლემა შეუქმნან. პრობლემა იქნება ასევე აისბერგის დნობის შემთხვევაშიც, რომელიც ოკეანის ეკოლოგიაზე ნეგატიურად აისახება.
ბრიტანული ანტარქტიდის კვლევის სადგურ “ჰალის“ მახლობლად, გიგანტურ აისბერგს უზარმაზარი ლოდები მოწყდა. თანდათანობით ის პატარა ნაჭრებად იშლება და ოკეანეში იხსნება. ამ პროცესს შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს.
სადგური “ჰალი“ სეზონურად მუშაობს. მკვლევარები მას ზამთრის სეზონზე ტოვებენ. ერთ-ერთი ასეთი გიგანტური აისბერგი მათ სამუშაო სეზონის დასრულების შემდეგ, თვითმფრინავიდან გადაიღეს. აისბერგს A81 ჰქვია, მისი ზომა ლონდონის ფათობის ტოლი და 1550/1572 კვკმ. შეადგენს.
მკვლევარების მეორე ჯგუფმა მეორე აისბერგის, A76-ის გარშემო გაცურა და აღმოჩნდა, რომ ის უფრო დიდია, დაახლოებით 3000/3563 კვ. კმ. ფართობის.
“ზოგიერთ ადგილებში საკმაოდ ახლოს მივედით და კარგი რაკურსით შევხედეთ. წყლის სინჯი ავიღეთ, ამიტომ შესასწავლად ბევრი ნიმუში გვაქვს“, – განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა ბი-ბი-სი-სთან“ ინტერვიუში.
აისბერგის ამ მონატეხებს მნიშვნელოვანი გავლენა შეუძლია მოახდინოს ოკეანის ეკოსისტემაზე: ერთის მხრივ, მათ დნობას ახლავს მტკნარი წყლის დიდი რაოდენობით შედინება, რაც უარყოფითად იმოქმედებს ზოგიერთ ზღვის ბინადარზე. ამასთანავე, ისინი ასევე გამოყოფენ მინერალური მტვრის მნიშვნელოვან რაოდენობას, რომელიც მყინვარის ქვედა ნაწილში გაიყინა. ეს მინერალები შეიცავს საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ღია ოკეანეში მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების ზრდას უწყობენ ხელს.
დინებებისა და ქარის მიმართულების შედეგად А76 ჩრდილოეთით მიედინება, ფოლკლენდის კუნძულებსა და სამხრეთ ჯორჯიას შორის. ერთიც და მეორეც ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიას წარმოადგენს.
არსებობს ვარაუდი, რომ თუ А76 მიმართულებას შეიცვლის, შესაძლოა, ექვსი დაუსახლებელი კუნძულისგან შემდგარი პატარა არქიპელაგის მახლობლად გაიჭედოს, რომელიც შაგის კლდეების სახელით არის ცნობილი.
“ასეთ შემთხვევაში მისგან მოწყვეტილი პატარა აისბერგები ამ მხარეში მცურავი გემებისთვის საშიში იქნება“, – თქვა პროფესორმა მარკ ბელჩიერმა, სამხრეთ ჯორჯიასა და სენდვიჩის კუნძულების მეთევზეობისა და გარემოს დაცვის განყოფილების დირექტორმა.
A81 შელფურ მყინვარს იანვრის ბოლოს გამოეყო, რაც მოსალოდნელი იყო. ამ მყინვარში ბზარები მეცნიერებმა ათი წლის წინ აღმოაჩინეს.
A81-ც A76-ს მსგავსად ჩრდილოეთისკენ მიდის.
ცნობისათვის, აისბერგის მასშტაბის შეფასება მხოლოდ ფოტოების დათვალიერებით არაზუსტ ინფორმაციას გვაძლევს: უნდა გვახსოვდეს, რომ მისი მხოლოდ მცირე ნაწილია ზედაპირზე. თუ წყლის ზედაპირის ზემოთ ყინულის ბლოკის სიმაღლე ათობით მეტრია, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ის ასობით მეტრს გადის წყალქვეშ. ყველაზე დიდი აისბერგები შეიძლება ერთ ტრილიონ ტონას იწონიდეს.
დღეისათვის, მსოფლიოში ყველაზე დიდ აისბერგს A23a ჰქვია. მისი ფართობი დაახლოებით 4000 კვ. კმ.-ია. მყინვარს იგი 1986 წელს გამოეყო, მდინარე უედელას ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში გაჩერდა და ფაქტობრივად, უზარმაზარ ყინულის კუნძულად გადაიქცა.