საქართველოს სასკოლო ოლიმპიადიაზე სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდმა წარმატებას მიაღწია

საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში მონაწილე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდმა, წარმატებას მიაღწია.
გურჯაანის სპორტული გაერთიანების ინფორმაციით, ქალაქ თელავში გამართულ მაგიდის ჩოგბურთისა და ბადმინტონის სპორტულ დისციპლინებში, ჩუმლაყის სკოლის გუნდმა, პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.
” ქალაქ თელავში გამართულ მაგიდის ჩოგბურთისა და ბადმინტონის სპორტულ დისციპლინებში, ჩვენმა წარგზავნილებმა, პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.
სპორტის ამაგდარ პედაგოგ ტარიელ დათუაშვილის ხელმძღვანელობით დამოძღვრილმა მოსწავლეებმა, ყველა შეხვედრა აღმავლობით ჩაატარეს და რეგიონის მასშტაბით, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს.
გურჯაანის სპორტული გაერთიანება, მოლოცვათა კასკადს უერთდება და სამაგალითო მწვრთნელსა და გამარჯვებულ მოსწავლეებს, კვლავაც წარმატებებს უსურვებს”,- აღნიშნავენ ინფორმაციაში.