დღის ამბები

“ქვრივების ქალაქი” ინდოეთში – როგორ ცხოვრობენ უიმედობისა და ტანჯვისთვის განწირული ქალები, რომლებსაც ქმრის სიკვდილის შემდეგ, ოჯახები სახლიდან აძევებენ

"ქვრივების ქალაქი" ინდოეთში - როგორ ცხოვრობენ უიმედობისა და ტანჯვისთვის განწირული ქალები, რომლებსაც ქმრის სიკვდილის შემდეგ, ოჯახები სახლიდან აძევებენ

დაქვრი­ვე­ბა, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვა უდი­დე­სი ტკი­ვი­ლია. ქა­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის ეს არის მხარ­დამ­ჭერ­თან, ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო თა­ნამ­გზავ­რთან გან­შო­რე­ბა, ხოლო ინ­დო­ეთ­ში – მე­უღ­ლის სიკ­ვდი­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვის და­კარ­გვას ნიშ­ნავს. ქვეყ­ნის ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში ქა­ლებს, დაქვრი­ვე­ბის შემ­დეგ, უსარ­გებ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ და დევ­ნი­ან. მათ რი­ყა­ვენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი შორ­დე­ბი­ან, სა­კუ­თარ შვი­ლებ­საც კი შე­უძ­ლი­ათ დაქვრი­ვე­ბუ­ლი დედა სახ­ლი­დან გა­ა­ძე­ვონ.

ინ­დო­ე­თის ზო­გი­ერთ სო­ფელ­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ქვრი­ვე­ბი შე­უ­რა­ცხყო­ფილ­ნი და შერ­ცხვე­ნილ­ნი არი­ან, რად­გან ქმა­რი ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს და ოჯახ­ში მათი ად­გი­ლი აღა­რაა. ამ­გვა­რი გა­გე­ბა ინ­დუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი­დან იღებს სა­თა­ვეს და დღემ­დეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი.

ქა­ლე­ბი, ხში­რად მო­ხუ­ცე­ბი და და­უძ­ლუ­რე­ბულ­ნი, ქუ­ჩა­ში რჩე­ბი­ან სა­არ­სე­ბო წყა­როს გა­რე­შე. დაქვრი­ვე­ბულ ახალ­გაზ­რდა ინ­დო­ელ ქა­ლებს ზოგ­ჯერ ახ­ლობ­ლე­ბი სახ­ლში აბ­რუ­ნე­ბენ, მაგ­რამ უფ­როს თა­ო­ბას წა­სას­ვლე­ლი არ­სად აქვს.

ამი­ტომ, ათა­სო­ბით ქალი მი­დის წმინ­და ქა­ლაქ ვრინ­და­ვან­ში, რო­მე­ლიც დღეს ცნო­ბი­ლია რო­გორც “ქვრივ­თა ქა­ლა­ქი.” მათ სჯე­რათ, რომ ვრინ­და­ვა­ნი ოდეს­ღაც კრიშ­ნას საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქი იყო და ამ ქა­ლაქ­ში და­ღუ­პუ­ლი ქვრი­ვი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა “სირ­ცხვი­ლის­გან“ და მო­მა­ვალ­ში “იგი­ვეს აღარ გა­ი­მე­ო­რებს.”

ვრინ­და­ვა­ნი მდი­ნა­რე ია­მუ­ნას ნა­პი­რას, უტარ-პრა­დე­შის შტატ­ში მდე­ბა­რე­ობს, გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, აქ ღვთა­ე­ბა კრიშ­ნამ ბავ­შვო­ბის პე­რი­ო­დი გა­ა­ტა­რა. ქა­ლაქ­ში ასო­ბით ტა­ძა­რია. ვრინ­და­ვა­ნი ასე­ვე ცნო­ბი­ლია რო­გორც “ქვრი­ვე­ბის ქა­ლა­ქი,” იქ მცხოვ­რე­ბი ათა­სო­ბით ქვრი­ვის გამო, რომ­ლე­ბიც თავ­შე­სა­ფარს ეძე­ბენ. ინ­დუ­ის­ტუ­რი ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, ქვრი­ვებ­მა არ შე­იძ­ლე­ბა იქორ­წი­ნონ, მათ დარ­ჩე­ნი­ლი წლე­ბი სუ­ლი­ერ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას უნდა და­უთ­მონ. ტაძ­რებ­ში ბჰა­ჯა­ნე­ბის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი სა­გა­ლობ­ლე­ბის სიმ­ღე­რის სა­ნაც­ვლოდ, ქა­ლებს აპუ­რე­ბენ და ცო­ტა­ო­დენ ფულ­საც აძ­ლე­ვენ, რათა გა­დარ­ჩნენ.

რე­ა­ლუ­რად კი, ქა­ლებს სჯე­რათ, რომ ვრინ­და­ვან­ში მათ სულ სხვა ცხოვ­რე­ბა ელო­დე­ბათ. მხო­ლოდ იქ ჩას­ვლის შემ­დეგ ხვდე­ბი­ან, რომ ეს მხო­ლოდ ილუ­ზი­აა. ფუ­ლი­სა და ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბის გა­რე­შე ისი­ნი ქუ­ჩა­ში რჩე­ბი­ან. ქა­ლაქ­ში არ­სე­ბობს ხუ­თამ­დე თავ­შე­სა­ფა­რი ქვრი­ვი ქა­ლე­ბის­თვის, მაგ­რამ მათი რი­ცხვი იმ­დე­ნად დი­დია, რომ ეს საკ­მა­რი­სი არ არის. ბოლო კვლე­ვე­ბით, ვრინ­და­ვა­ნი 5-10 ათა­სამ­დე ქვრი­ვის სახ­ლი გახ­და.

ვი­საც გა­უ­მარ­თლებს, თავ­შე­საფ­რებ­ში ხვდე­ბა, ზოგს მო­ხა­ლი­სე­ე­ბი და საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბა გან­წი­რუ­ლია – კი არ ცხოვ­რობს, არა­მედ მხო­ლოდ არ­სე­ბობს. ქვრი­ვებს უგუ­ლე­ბელ­ყო­ფენ რი­გი­თი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი, არ იღე­ბენ სამ­სა­ხურ­ში და რჩე­ბათ მხო­ლოდ ერთი გზა, მო­წყა­ლე­ბის თხოვ­ნა და და­ძი­ნე­ბა ტაძ­რე­ბის ია­ტაკ­ზე, რო­მე­ლიც ქა­ლაქ­ში ბევ­რია.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ქვრი­ვებ­მა და­ი­წყეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ერ­თმა­ნე­თის დახ­მა­რე­ბა. ვრინ­და­ვა­ნი იქცა ად­გი­ლად, სა­დაც ისი­ნი იძე­ნენ ახალ ოჯა­ხებს და ახალ მე­გობ­რებს – ერ­თმა­ნე­თის სა­ხით. შე­იძ­ლე­ბა კი, ეს მათ ცხოვ­რე­ბას უად­ვი­ლებ­დეს? – ნა­წი­ლობ­რივ, დიახ.

მათ არ აქვთ უფ­ლე­ბა გა­ღი­მე­ბის, არ შე­უძ­ლი­ათ ჩა­იც­ვან ფე­რა­დი, ბრჭყვი­ა­ლა ტან­საც­მე­ლი. აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ გემ­რი­ე­ლი საჭ­მლის მირ­თმე­ვა, რო­მე­ლიც შე­ზა­ვე­ბუ­ლია სა­ნე­ლებ­ლე­ბით, რად­გან შე­იძ­ლე­ბა ამან მათ­ში ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბა გა­აღ­ვი­ძოს.

აქ­ტი­ვის­ტე­ბი ცდი­ლო­ბენ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას, მაგ­რამ მათი ძალა საკ­მა­რი­სი არ არის. ქვრი­ვებს თა­ვი­დან ას­წავ­ლი­ან ღი­მილს, უწე­ვენ ფსი­ქო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბას და ცდი­ლო­ბენ უპო­ვონ სა­მუ­შაო – მა­გა­ლი­თად, და­ა­კა­ვონ კა­ლა­თე­ბის ქსო­ვით, რათა საკ­ვე­ბის ფული მა­ინც გა­მო­ი­მუ­შა­ვონ. მაგ­რამ ქა­ლე­ბი ისე არი­ან მიჩ­ვე­უ­ლე­ბი ტან­ჯვას, რომ ეს მათი (დის)კომ­ფორ­ტის ზო­ნად იქცა, სა­ი­და­ნაც, გა­მოს­ვლა აღარ უნ­დათ.

რა თქმა უნდა, ინ­დო­ეთ­ში ყვე­ლა ქვრი­ვი იგი­ვე ბედს არ იზი­ა­რებს. რო­გორც წესი, ეს ხდე­ბა ძა­ლი­ან კონ­სერ­ვა­ტი­ულ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც ტრა­დი­ცი­ებს უფრო ძლი­ე­რად აქვს ფეს­ვე­ბი გად­გმუ­ლი.

სამ­წუ­ხა­როდ, ინ­დო­ეთ­ში ბევ­რი ასე­თი რე­გი­ო­ნია.

დღეს ინ­დო­ეთ­ში არ­სე­ბო­ბენ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც იცა­ვენ ქალ­თა უფ­ლე­ბებს და მხარს უჭე­რენ მათ, ვი­საც სა­კუ­თა­რი თა­ვის დახ­მა­რე­ბა არ შე­უძ­ლია.

ინ­დო­ეთ­ში სწო­რედ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წყა­ლო­ბით მი­ი­ღე­ბა კა­ნო­ნე­ბი ინ­დო­ე­ლი ქა­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, ტარ­დე­ბა სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ე­ბი გო­გო­ნე­ბის, ქა­ლე­ბი­სა და ქვრი­ვე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად. მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლია იმის, რაც ნამ­დვი­ლად სა­ჭი­როა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close